(ვიდეო)„ჩემი ბავშვობა დამთავრდა… სიტყვებს თავს ვერ ვუყრი“ – ტრაგედია თათია შარანგიას ოჯახში

0
957
27 Views

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ჩემი ბავშვობა დამთავრდა…. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი… ციკა დამთავრდა…. მაგრამ დამთავრდა მხოლოდ აქ… გაგრძელდება იქ, სადაც სჯეროდა გაგრძელების… სადაც უნდოდა მარადიულად გადაენაცვლა…. სჯეროდა სიკეთის, სჯეროდა მზრუნველობის. სჯეროდა რომ მისი თბილი ხელებით ყველა უნდა გაებედნიერებინა. გაგვაზარმაცა და გაგვალამაზა ყველა. ჩვენი ოჯახი ერთობით გამოირჩევა და ამ ერთობის, სიმყუდროვის, სიყვარულის უმთავრესი მიზეზი სწორედ ის იყო…

მაპატიეთ მეგობრებო… პირველად რომ საუბარი და წერა მიჭირს.

პანაშვიდები – სამშაბათი, ოთხშაბათი – ყაზბეგის 34 ა. II სადარბაზო. 4 სართული.

გასვენება – ხუთშაბათს, 14 საათზე. ანდრია პორველწოდებულის სახელობის ტაძრიდან.

ერთს გეტყვი მხოლოდ ცი- მადლობა, უდიდესი მადლობა იმ ამაგისთვის, რაც გაქვს და რაც შეუფასებელია მთელი ჩვენი დიდი ოჯახის მიმართ და ბოდიში. ბოდიში, რომ ვერ გითხარი ყოველდღიურად თუ როგორ მიყვარხარ!!! ბავშვობა მოგყვება ჩემი… ცრემლი კი-უამრავი ადამიანის, ვფიქრობ ყველასი ვისაც ერთხელ მაინც გასაუბრებიხარ.

11 თებერვალს შენს დაბადების დღეს უშენოდ მოვეფერებით. მიყვარხარ და არ გემშვიდობები. რა ლამაზად შემინახე კონცერტების აფიშები… ჩემი შენთვის დაწერილი წერილები… შენს ტელეფონში მხოლოდ ჩვენი ფოტოებია…. ვერ გემშვიდობები… უბრალოდ – დროებით…. შენთან ჩახუტებამდე“,- წერს თათია შარანგია.

 

Cesko