„დოზები და მედიკამენტები კლინიკოსებს ვკითხოთ“ – ალექსანდრა პაიჭაძის რეკომენდაცია ჰარმონიისთვის

0
602
37 Views

პანდემიის გამო გამოწვეულ შიშებზე და საკუთარ და გარშემომყოფებთან არსებულ დისჰარმონიაზე მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე წერს. ის გამომწერებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

„მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, მაგრამ 2 სიტყვით მაინც მინდა შევეხო ემოციური მხარის დისფუნქციას, რაც პანდემიამ უდავოდ გამოიწვია ადამიანებში. შიში ! ჩვენი ერთ ერთი ბაზისური ემოციაა რაც აუცილებლად გვჭირდება თვითგადარჩენისთვის და ზოგადად სიფხიზლისთვის. თუმცა სამწუხაროდ, პანდემიამ მასშტაბურად გაზარდა შიში ჩვენში… ეს არის შიში უცნობისკენ, ანუ შიშის შიში.

ამიტომაც, აუცილებელია ემოციური მხარის თვითრეგულაცია კოვიდის დროს, ანუ კლინიკურად რომ ვთქვათ შიშის დათრგუნვა. ამერიკის და ისრაელის ბოლო კვლევებით, გარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ანტივირუსული მკურნალობისა, ითვალისწინებენ მოჭარბებული შიშის სტაბილიზირებას, თუნდაც ანტიდეპრესანტით, აჟიტაციის მოხსნას მსუბუქი სედაციური საშუალებებით და რაც მთავარია, უწყვეტი და მშვიდი ძილის მიღწევას ასევე უვნებელი საძილე პრეპარატებით.

მოდით, დოზები და მედიკამენტები კლინიკოსებს ვკითხოთ. ასევე ითვალისწინებ D vitaminis, C ვიტამინის და თუთიის დანიშვნას. ერთი სიტყვით… გავფრთხილდეთ მეგობრებო, მაგრამ მაინც თუ შეგვეყარა… გადავიტანოთ კოვიდი შიშის გარეშე!“, – ვკითხულობთ მოდელის ფეისბუკ-პოსტში.

Cesko