“ჩათვალა, რომ მშვენიერი ხმა მაქვს…” – რას გეგმავენ დათო არჩვაძე და ია ფარულავა

January 31, 22:14
0
438

იდეა მამა პეტრე კოლხის რადიოგადაცემის დროს, სპონტანურად დაიბადა, როცა ისინი დეკანოზთან, დაბადების დღის მისალოცად მივიდნენ.

ია ფარულავა: – ამაზე იყო საუბარი, მაგრამ ხუმრობის დონეზე. მე დათოს ავუხსენი, რომ არ მაქვს ხმა. არც Astrud Gilberto-ს მონაცემები გამაჩნია, რომ ვიჩურჩულო. მაგრამ დათომ, მამა პეტრეს რადიოგადაცემის დროს, გაიგონა რა, ჩემს მიერ შესრულებული Happy Birthday,  ჩათვალა, რომ მე მშვენიერი ხმა მაქვს. და ასეთი სურვილი აქვს და ვნახოთ.

აქვე გეტყვით, რომ მოვასმენინე სტილი, რომელიც მე მომწონს. ეს არის ბრაზილიელი პიანისტი, ელიან ელიასი. ის არ არის მომღერალი. ფაქტობრივად, არც სმენა აქვს, მაგრამ ლამაზად მღერის. დათოს ელიან ელიასი მოეწონა. მეტს ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ. ჩაწერას წინ რა უდგას, არც არაფერი.

Cesko