მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ვიდეოკადრებს, რომელშიც ასახული იყო, როგორ აგინებდა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი – დიმიტრი სამხარაძე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ.
ამ ქმედების გამო ბევრმა გააკრიტიკა სამხარაძე. ერთ-ერთი მათგანი თამრიკო ჭოხონელიძე იყო, რომელმაც რიტორიკულად იკითხა თუ სად გაიზარდა სამხარაძე. პოლიტიკოსის დედამ ქეთი რუსაძემ კი ჭოხონელიძის კითხვა უპასუხოდ არ დატოვა:
„ერთს დავწერ და აღარ შეგაწყენთ თავს ჩემო მეგობრებო. ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძეს აინტერესებდა სად გაიზარდა დიტო სამხარაძე. მუსიკოსის ოჯახში, მაგრამ თქვენგან განსხვავებით მსოფლიო დონის მუსიკოსია და არც მომერიდება ამის თქმა: ვიტალი იმერელი (სამხარაძე). სამწუხაროდ, მრავალი წელია ემიგრაციაში ცხოვრობს და მოღვაწეობს ასაკის მიუხედავად.
რაც შეეხება მათ, ვინც აპელირებთ 9 კლასის განათლებაზე, დიახ, საქართველოში დაამთავრა 9 კლასი და შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საცხოვრებლად და სწავლის გასაგრძელებლად.
ტვ პირველმა და მისმა სატელიტმა ტელევიზიებმა და ჟურნალისტებმა საერთოდ მის ბიოგრაფიიდან ამოიღეს ემიგრაციაში ყოფნის პერიოდი, რამდენჯერ გაუშვეს ეთერში „ფეიკები“. ერთხელაც არ დაუფიქსირებიათ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდი, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა.
P.S. ვისაც პირადი ბოღმა აქვს დიტოს მიმართ (მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე…..) ჩასაფრებულები არიან, ერთხმად აიტაცეს და გაჰკივიან ცრუ ტელევიზიების ცრუ ინფორმაციებს“, – წერს დიმიტრი სამხარაძის დედა.
დაიჯესტი