დილის 9:47 საათამდე ეს ყველაფერი უნდა მოასწროთ – მიხეილ ცაგარელი 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ასახელებს

January 31, 21:39
0
266
5 Views

მიხეილ ცაგარელის თქმით,  ვეფხვის წელიწადი, პირველ თებერვალს, თბილისის დროით, დილის 9:47 წუთზე დადგება.

„ითვლება, რომ როგორც შევხვდებით წლის მთავარ მასპინძელს, ასევე იქნება მისი დამოკიდებულება ჩვენდამი მთელი წლის განმავლობაში.

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი იწყება მე-13 ახალმთვარეობაზე. პირველ თებერვალს, თბილისის დროით, დილის 9:47 წუთზე, შემოვა ვეფხვის წელიწადი, რომელიც იქნება წყლის სტიქიის.

პირველი თებერვლიდან მხოლოდ ვეფხვის წელიწადი დგება.

ეს არის ლურჯი-შავი ვეფხვის წელი. ამიტომ ეს ორი ფერი უნდა გამოვიყენოთ როგორც სუფრის გაშლისას, ასევე ჭურჭლის, ტანსაცმლისა თუ სხვადასხვა აქსესუარის შერჩევისას.

თუმცა, ამას გარდა, გვქვს სხვა ფერებიც. წყლის სტიქია მეგობრობს მიწის სტიქიასთან. ასე რომ, უნდა გამოვიყენოთ მიწის სტიქიის ფერები, მაგალითად როგორიცაა ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი. ასევე ის მეგობრობს ხის სტიქიასთან, ასე რომ ხის ფერები, მწვანე და მისი ყველა კომბინაცია მისაღებია. ასევე ნარინჯისფერი ტონები, რომელიც ვეფხვისთვის არის დამახასიათებელი.

ეს არის წელიწადი, როდესაც ნაკლებობა გვაქვს ცეცხლის სტიქიისა, რადგან წყალი არ მეგობრობს ცეცხლთან, ამიტომ კარგია თუ წითელ ტონსაც შემოვიტანთ და ამით ამ ნაკლებობას შევავსებთ.

რაც შეეხება სუფრას: უნდა იყოს მამა-პაპური, ტრადიციული. თუმცა, მოერიდოეთ მარილიან საკვებს, თევზეულს, ლუდს, ბრინჯს, ცხვრის ხორცს, რადგან ვეფხვს არ უყვარს ესენი.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მას უყვარს ტკვილეული და ამიტომ არ შევიკავოთ თავი სუფრაზე მისი დადებისგან“,- აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

 

რას წარმოადგენს ვეფხვის წელი ჩინურ ზოდიაქოში?

ვეფხვები დამოუკიდებელი, უშიშარი, ლოიალური და მაღალი თვითშეფასების მქონე ცხოველები არიან. ვეფხვები ძლიერები არიან უბედურების წინაშე და არასოდეს იხევენ უკან გამოწვევისგან. ისინი დაჟინებულები და მტკიცეები არიან.

თავისუფალი ბუნება და სამართლიანობის ძლიერი გრძნობა მათი ყველაზე დიდი სიძლიერე და სისუსტეა, რადგან ამან შეიძლება აქციოს ისინი მეამბოხეებად. იმის გამო, რომ ეს წელი წყლის ვეფხვისაა, შეგიძლიათ ელოდოთ კეთილდღეობას ურთიერთობებსა და ოჯახურ ცხოვრებაში. ვეფხვებს შეუძლიათ კარიერაში წარმატების მოტანა შრომისმოყვარეობითა და მონდომებით.

რა მოგვიტანს იღბალს ვეფხვის წელში?

მწვანე და ლურჯი ფერები წარმატებასა და კარგ ბედს მოუტანს ვეფხვებს 2022 წელს. იღბლიანი რიცხვებია 1, 3 და 7. ეცადეთ თავი აარიდოთ თეთრ ფერს და 4 და 9 ნომრებს მთელი წლის განმავლობაში.

Cesko