“საქართველო არ უნდა გახდეს იმ პროცესის ნაწილი, რაც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი უკრაინასთან” – დეგნანი

0
491
20 Views

ამერიკელმა დოიპლომატმა კელი დეგნანმა, “ბი ემ ჯი-სთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს უნდა შეეშალოს ხელი თავისი სამხედრო მარაგის შევსებითვის. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთი სანქციებისგან გვერდის ასავლელად შესაძლოა, საქართველოს იყენებდეს, ამიტომ მისი აზრით, მნიშვნელოვანია, საზღვარზე კონტროლის მაქსიმუმამდე გაზრდა.

“სანქციები საკვანძო კომპონენტია იმისთვის, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შეწყდეს. ხელი შევუშალოთ რუსეთს, რომ შეივსოს თავისი სამხედრო მარაგი. ჩვენ ვხედავთ, რა მიზნებისთვის იყენებენ ისინი საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს, რომ მიიღონ ის კომპონენტები სანქციებისათვის თავის არიდების მხრივ, რომელიც სჭირდებათ ჭურვების დასამზადებლად, რომელსაც შემდეგ რუსეთი სკოლების, ბაღების, საცხოვრებელი სახლების დასაბომბად იყენებს. საქართველო არ უნდა გახდეს იმ პროცესის ნაწილი, რაც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი უკრაინასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდრო კოორდნიაცია და უკეთესი კომუნიკაცია”. – განაცხადა კელი დეგნანმა.

Cesko