საქართველოში ხახვის საბითუმო ფასი მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსები იუწყებიან, ფასის ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია, რადგან ადგილობრივი მარაგი არასაკმარისია, იმპორტი კი თავისთავად იმოქმედებს ფასებზე.
2022 წლის დეკემბრის პირველ კვირას, ხახვის ფასმა კილოგრამზე 1,20 ლარიდან 1,40 ლარამდე მოიმატა. მოთხოვნის მატება ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსების შემოდინებამ გამოიწვია.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ იმპორტი საკმაოდ ძვირი იქნება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
უმსხვილესმა მწარმოებელმა, თურქეთმა აკრძალა ექსპორტი, საკუთარი ბაზრის შესანარჩუნებლად;
ხახვის იმპორტი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ბოლო დროს გაძვირდა;
ადგილობრივი ფასები შესაძლოა, არც ისე მაღალი იყოს სამომავლო იმპორტისთვის;
არსებობს ტრანსპორტის დეფიციტი, რის შედეგადაც პროდუქტის ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება.
ბევრი ქართველი ფერმერი მიიჩნევს, რომ ფასები კიდევ გაიზრდება და ხახვს სწორედ ამ დროისთვის ინახავს. ეს ფაქტორი ფასებზე დამატებით ცუდ გავლენას ახდენს.
მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, საქართველოში იმპორტირებული იყო 27 ათასი ტონა ხახვი, რაც თითო თვეზე საშუალოდ 2,5 ათას ტონას შეადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
წყარო: bpn.ge
წყარო: infoimereti.ge