„ვერ ხერხდება საქართველოში ისეთი ძალის გამონახვა, რომელთანაც შესაძლებელი იქნება შინაარსობრივი დიალოგი…“ – ზურა მახარაძე

0
633
41 Views

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“.

სტუმარი: „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, ზურა მახარაძე.

-„ჩემი პირადი გამოცდილება და შთაბეჭდილება რაც არის, მე შემიძლია ის ვთქვა. რუსებს აქვთ ძალიან კონკრეტული პრობლემები. ვერ ხერხდება საქართველოში ისეთი ძალის გამონახვა, რომელთანაც შესაძლებელი იქნება შინაარსობრივი დიალოგი. მმართველი პარტია და მსხვილი ოპოზიციური პარტიები ორივე არის ერთი და იგივე ჩარჩოში ჩაკეტილი, რომ ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგი რუსეთთან არის აკრძალული იმიტომ, რომ დასავლეთის გარეშე არ შეიძლება. ის პარტიები, რომლებიც აქამდე ცდილობდნენ რუსეთთან დიალოგს და ცალკეული ფიგურები, მაგალითად ნინო ბურჯანაძე აქტიურად ჩადიოდა ხოლმე, ან „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობდა. მათი მთავარი პრობლემა იყო შემდეგი, –  ისინი ჩადიოდნენ დიალოგზე დიალოგისთვის. სინამდვილეში დიალოგი დიალოგისთვის არ არსებობს. დიალოგი არსებობს შინაარსობრივი. გვეკითხებიან ხომე, – რატომ გგონიათ, რომ თქვენ გამოგივათ რუსეთთან დიალოგი, როდესაც ბევრმა სცადა. ამ პრობლემის მთელი გასაღებიც ეგ არის, რომ დიალოგი არ უცდიათ. ყველა ცდილობდა დიალოგის იმიტაციას…“, – განაცხადა ზურა მახარაძემ.

Cesko