გირგვლიანის საქმეაო იმეორებენ, რომ ხალხს დააჯერონ, გირგვლიანი სააკაშვილმა მოკლა და უნდა დაისაჯოსო – ნონა მამულაშვილი

0
610
82 Views

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, შეწყალების საქმის გირგვლიანის საქმედ მოხსენიება მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციის შელახვის მიზანს ემსახურება და რეალურად, ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს გირგვლიანის მკვლელობასთან.

“როდესაც სააკაშვილის საქმეს ეძახიან გირგვლიანის საქმეს, ეს ჩემთვის კლასიკური მაგალითია, თუ როგორც მუშაობს რუსული პროპაგანდა. ამას არ ჰქვია გირგვლიანის საქმე, ეს არის შეწყალების საქმე, მაგრამ იმისათვის, რომ ეს იყოს პოლიტიკურად მომგებიანი და შესაბამისად, მოსახლეობა შევიყვანოთ შეცდომაში, ამას ხმამაღლა ვეძახით გირგვლიანის საქმეს, რადგან ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, შეგნებულად ხდება ამ სახით შეფუთვა, რომ სააკაშვილის რეპუტაცია და საქმე დაუკავშირონ გირგვლიანის საქმეს, რომელსაც რეალურად, ამასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

ზოგადად, ამ საქმეს გირგვლიანის საქმე დაარქვა უძლიერესმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და ადამიანები, რომლებიც ამას იმეორებენ, იყენებენ ამ სიტყვებს, რომ აჩვენონ, რომ სააკაშვილი იყო მონსტრი და მან გირგვლიანი მოკლა და რომ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს. რა შუაში იყო სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელობასთან?”, – ამბობს მამულაშვილი.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირებისთვის პატიმრობის ვადის შემცირებას ედავებოდა, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წელს გამოუტანეს.

Cesko