„უკრაინის დოქტრინულ დოკუმენტებში ხომ წერია, რომ ისინი აპირებენ ყირიმის დაბრუნებას, სამხედრო გზის გამოყენების ჩათვლით. არა ის, რასაც საზოგადოებისთვის ამბობენ, არამედ ის რაც დაწერილია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრია და გატენილია იარაღით, განთავსებულია თანამედროვე მოიერიშე სისტემები, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში, ვინ დაუშლის, და იწყებს ოპერაციას ყირიმში, დონბასზე აღარც ვლაპარაკობ. ეს (ყირიმი) არის რუსეთის სუვერენული ტერიტორია, ჩვენთვის ამ მხრივ საკითხი დახურულია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციას. ჩვენ რა, NATO-ს ბლოკს ვებრძოლოთ? ვინმეს ამაზე რამე მაინც უფიქრია? როგორც ჩანს, არა“, – თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.