რას ამბობს „ჭოლას” შვილი რეჟისორთან დაკავშირებულ სკანდალზე

0
1112
26 Views

გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან წუ­ლა­ძე ამ ეტაპ­ზე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი აღარ არის. მას კონ­ტრაქ­ტი ამო­ე­წუ­რა, რო­გორც ქვეყ­ნის სხვა თე­ატ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მხო­ლოდ ოთხი (რუს­თა­ვე­ლის, ჩრდი­ლე­ბის, გაბ­რი­ა­ძის და გრი­ბო­ე­დო­ვის) თე­ატ­რის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნა დის­კრე­ცი­ის უფ­ლე­ბა და დი­რექ­ტო­რე­ბი პირ­და­პი­რი წე­სით და­ნიშ­ნა, ზო­გი­ერთ მათ­განს კი ვადა გა­უ­ხან­გრძლი­ვა.

ასე არ მოხ­და ლე­ვან წუ­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში. მე­დი­ა­ში უკვე გაჩ­ნდა ეჭვი, ხომ არ იყო ამის მი­ზე­ზი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით შექ­მნილ პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რა. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ამბობს, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძეს შე­უძ­ლია კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვი­დან მი­ი­ღოს.

ლე­ვან წუ­ლა­ძე მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობს, რე­ჟი­სორს აქამ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და და ამ­ჟა­მად იზო­ლა­ცი­ა­შია. კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და ასე­ვე მის შვილს, თი­ნა­თინ წუ­ლა­ძეს და 5 თვის შვი­ლიშ­ვილს ან­დრო კო­ტე­ტიშ­ვილს.

“მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­კი­თხვის­თვის, სა­მი­ვე კარ­გად ვართ. მე, მამა და ჩემი შვი­ლი ვართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. ერ­თად ვართ ახლა სა­მი­ვე. თავს ნორ­მა­ლუ­რად ვგრძნობთ, კარგ ხა­სი­ათ­ზე ვართ. ექიმს მა­მას­თან ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე­ჯერ კონ­ტაქ­ტი, სა­ბედ­ნი­ე­როდ კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი. მე­ო­თხე, მე­ხუ­თე დღე არის ახლა ჩვე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან”, – განაცხადა თინათინ წულაძემ და დასძინა, რომ მამამისი კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. “აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორც ადრე, ახ­ლაც მი­ი­ღებს”.

Cesko