„ჩვენი სიყრმის მეგობარმაც დაამთავრა ზღაპარი…“ – პაატა გულიაშვილმა ნიკა ქაცარიძეს ლექსი მიუძღვნა

0
727
32 Views

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა, გარდაცვლილ მეგობარსა და კოლეგას ნიკა ქაცარიძეს ლექსი მიუძღვნა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“ნიკუშა ქაცარიძეს…

ჩამოშვებულ სევდის ფარდას, ტკივილებით გადაღლილს,

რამდენ რამეს გაუძლო და რამდენისთვის მზად არის,

უცნაური სიჩუმეა გარინდულა დარბაზი, ამდენ სულებს შეემატა უცნაური ამბავიც.

გაბევრდება იქ, იმ ქვეყნად, იმ თეატრის ამქარი,

ჩვენი სიყრმის მეგობარმაც, დაამთავრა ზღაპარი…

სპექტაკლიდან, სპექტაკლამდე დროა გარდამავალი,

უცნაურად წახვედი და დაგვაჯერე ნათქვამი..

იქ თეატრი არის?? ალბათ… ანდა სულაც არ არის…

პ.გულიაშვილი”

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, ნიკა ქაცარიძე 43 წლის ნიკა ქა­ცა­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარდაცვალების მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვაა.

Cesko