გაფრთხილება მშობლებს: ,,თუ თქვენმა შვილმა მსუბუქად გადაიტანა კოვიდი და რამდენიმე კვირაში დაეწყო ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს!”

0
596
19 Views

პედიატრი ლალი ჯანაშია ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში მშობლებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს, რომ კოვიდგადატანილ ბავშვებს თუკი დაეწყებათ სურდო, ფაღარათი, არ სცადონ მათი სახლში მკურნალობა.

-მითია, რომ ბავშვებს შედარებით ადვილად გადააქვთ. მერე რა მოხდება, არავინ ვიცით. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე ათეული ბავშვი, რომლებსაც გაურთულდათ 5-6 კვირის შემდეგ. პოლიორგანული უკმარისობა ჰქვია ამ ყველაფერს, ჩართულია საშარდე სისტემა, არის ღვიძლის უკმარისობა, ნევროლოგიური პრობლემები და ა.შ. მე, რიგით პედიატრს უკვე მყავს 6 ასეთი პაციენტი და  წარმოიდგინეთ, ქვეყანაში რამხელა რიცხვია.

მშობელი, რომელიც ფიქრობს, რომ მისმა შვილმა იოლად გადაიტანა კოვიდი, 2 თვის განმავლობაში თუ მისი შვილი ხდება ავად, თუნდაც თუ დაეწყო სურდო, ფაღარათი, უნდა ახსოვდეს, რომ მის შვილს გადატანილი აქვს კოვიდ-19 და ბინაზე თვითშემოქმედებას არ მიმართოს, არ ისარგებლონ ონლაინ ჯგუფებში დედები რომ საოცარ რჩევებს აძლევენ და ექიმებს მიმართონ.

რაც ხდება ბაკურიანში, არის კატასტროფა! არავის უკეთია პირბადე, არავინ არსად ითხოვს მწვანე პასპორტებს… ახალი წლის დღეებში ჩემი პატარა დისშვილები წავიყვანე ილუზიების მუზეუმში, სადაც ერთი ადამიანის შესვლა 20 ლარზე მეტი ღირს. შესასვლელში ვიკითხე, მწვანე პასპორტი არ უნდა გაჩვენოთ-მეთქი და მიპასუხეს, ჩვენ არ ვყოფთ მოსახლეობას აცრილებად და აუცრელებად, ამიტომ არ ვამოწმებთ მწვანე პასპორტებსო. ეს არის კოშმარი! უფანჯრო, პატარა სივრცეში ამდენი ადამიანის მოძრაობა… ჩემი დიდი პატივისცემა იმ მუზეუმს, მაგრამ ბიზნესექტორიდან არავის გაქვთ უფლება, ასე მოექცეთ საკუთარ მოსახლეობას.

ბევრი ქირქილებს დელტაკრომზე, მაგრამ ომიკრონისთვის დამახასიათებელ ჩივილებს თუ დაემატა დელტასთვის დამახასიათებელუ მძიმე ფაღარათი, ცხელება, გულისრევა, რაც იწვევს სითხის დიდ დანაკარგს, ეს არის ბავშვებში კაბალური და აი, აქ შეიქმნება პრობლემა.

Cesko