“მან იცოდა ჩემზე და იმ გოგონაზე; მითხრა, შენგან ბიჭი გააჩინა, დრაგანიო… ვერ ვპოულობ, ახლა 42 წლის იქნება” – რას ჰყვება დათო ევგენიძე შვილზე, რომელიც არასდროს უნახავს

0
802
35 Views

 ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი დათო ევგენიძე უკვე არაერთი წელია, ეკრანსა თუ სცენაზე ჩანს და მაყურებელს მუდმივად ანებივრებს შესანიშნავი მუსიკითა და პოეზიით.

დათო ევგენიძე დაიბადა 1958 წელს თბილისში. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1983 წელს საბჭოთა კავშირის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსზე დაჯილდოვდა გრან-პრით. 1985-1986 წლებში მისი ნაწარმოებები იდგმებოდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. იმავე წლებში დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში. დათო ევგენიძე წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. თავისუფალ დროს დათო წერს ლექსებს, ხატავს.

გარდა საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებისა, დათო ყურადღებას ყოველთვის იქცევდა პირადი ცხოვრებითაც. როგორც ცნობილია, მას ოჯახი არაერთხელ დაენგრა, თუმცა უკვე არაერთი წელია ნინო ჟვანიასთან ერთად ცხოვრობს, მათ ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ იქორწინეს. დათოს და ნინოს ერთი შვილი ჰყავთ. დათოს პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა, ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. მეორე ქორწინებიდან მას ლიკა და ლუკა ევგენიძეები ჰყავს, რომლებიც ნინო კალანდაძისგან შეეძინა. ნინო მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის შვილია და ლიკას ხშირად ამსგავსებენ უმშვენიერეს ბებიას.

პირადი ცხოვრების შესახებ დათო ევგენიძემ გადაცემაში “ნოესთან” ისაუბრა:

„პირველი ურთიერთობა იმიტომ დაინგრა, რომ უცხოელი იყო. უცხოელი რომ მოგყავდა ცოლად, ნიშნავდა, რომ ის აქ არ რჩება და შენ უნდა წახვიდე. მე კი არსად წამსვლელი არ ვიყავი არასდროს. პირველი იყო მძაფრი შეყვარება, წავიდა და დავემშვიდობე. სერბი იყო.

ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ხოლმე სტაჟირებაზე. მომდევნო წელს ჩამოსულებიდან სხვასთან ამეწყო ურთიერთობა. მან იცოდა ჩემზე  და იმ გოგონაზე. მითხრა, შენგან ბიჭი გააჩინა, დრაგანიო.

კინაღამ გავგიჟდი. ორი კვირა ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. როგორ იქნა, ველაპარაკე, მითხრა, შენგან გავაჩინე შვილი, მაგრამ არაფერი მინდა, ვთხოვდები, მივდივართ ამერიკაში და ამ ბავშვს ეცოდინება, რომ მამა ის არისო. მე 19 წლის ვიყავი. გული კი დამწყდა, მაგრამ ვუთხარი, კარგი-მეთქი. დღეს ვერ ვპოულობ. მამის გვარიც არ ვიცი. ახლა 42 წლის იქნება. შეიძლება შვილთაშვილი მყავს.

საკმაოდ პატარა ვიყავი, დიდ თეატრში რომ ვთანამშრომლობდი. ბალერინა, რომელიც ცეკვავდა ჩემს სპექტაკლში, ნახევრად რუსი და ნახევრად ფრანგი იყო. დამეწყო მასთან რომანი და მანაც გამიჩინა შვილი.

ვნახულობდი, სამშობიაროშიც ვიყავი. ანჟელიკა დაარქვა, ჩემს დას რადგან ლიკა ერქვა. მეორე გოგონა, ლიკა, ორი წლის მერე დაიბადა. ორივე 20 ნოემბერსაა დაბადებული.

მეორე შვილიც რომ წაიყვანა საფრანგეთში და მანაც იგივე მითხრა, რომ ამასაც ეცოდინება, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო, ძალიან შევწუხდი. პირველის ძებნა დავიწყე და ანჟელიკას აღარ შევეშვი.

ცხრა წლამდე  არ ვეუბნებოდი, რომ მამამისი ვიყავი. ერთ დღეს მქონდა სპექტაკლი და აპლოდისმენტების ხმაში მოიყვანა ბებიამისმა და მაშინ მკითხა, მამაჩემი ხარო? ვუთხარი, კი-მეთქი, ჩავიხუტე გულში და აღარც გამიშვია ხელი.

ოპერაციას რომ ვიკეთებდი, გაგიჟდა. მითხრა, სასტუმროში ფრანგი დაგირეკავს და რაღაცას მოგიტანსო. აღმოჩნდა, რომ 25 ათასი დოლარი მომცა“, – იხსენებს  დათო ევგენიძე.

წყარო: მარაო.ჯი

სხვა ახალი ამბები:

https://split.spnews.io/ka/archives/182603

https://split.spnews.io/ka/archives/182598

“1-ელი დე­კემ­ბრი­დან 1-ელ მარ­ტამ­დე 100 ლარით დაჯარიმდება ავტომობილის მფლობელი, თუ …”

ვის გაეზრდება ხელფასები 2024 წლის იანვრიდან – ნახეთ ხართ თუ არა სიაში

“ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც მთელი მსოფლიო გაიგებს და შეიყვარებს მის განსაკუთრებულ ხმას!” – ნინი შერმადინი 36 წლის გახდა: მომღერლის ამერიკული ცხოვრება და გზა წარმატებისკენ

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – ამინდი მკვეთრად უარესდება

ამერიკელმა მსმენელმა ის “ვოისის” შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა, ნინი ნახევარფინალშია: „სამმაგი აქტიურობა გვჭირდება, რომ ნინი გახდეს ფინალისტი!“ – ნახეთ, როგორ მივცეთ ხმა ნინი ბრეგვაძეს

რა საფრთხეს შეიცავს და როგორ ვებრძოლოთ აირებს ნაწლავებში – გიორგი ღოღობერიძის რჩევა მოსახლეობას

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

28 წლის კაცი, აშშ-ის მოქალაქე, ქეისი ვილკინსონი, თბილისში ჯერ ყოფილ ცოლს კლავდა, მერე საშველად მისულ გამვლელებს მანქანით დაეჯახა და ბოლოს ცივი იარაღით მათ მოკვლასაც აპირებდა – დეტალები

მხიარული რეკლამითა და მიმზიდველი შეფუთვის დიზაინით ცნობილ სასმელს 21 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა – შესაძლოა, ყოველდღე სვამთ, თუმცა მისი მავნე ნივთიერებების შესახებ არაფერი იცით! (ვიდეო)

“ბებია და ბაბუა” – კუზანოვების ოჯახური იდილია და ნინო ნადირაძე ბებიის ამპლუაში (ფოტო-ვიდეო)

Cesko