კონკრეტულად როდის გამოიდარებს და მოიმატებს ტემპერატურა საქართველოში? – უახლოესი დღეების დეტალური პროგნოზი გარემოს სააგენტოს ბიუროს ხელმძღვანელისგან

0
1288
37 Views

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა  მოსალოდნელი ამინდის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში 12 ოქტომბრიდან, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 14 ოქტომბრიდან გამოიდარებს. მანამდე კი დაბლობ რაიონებში ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.

“გუშინდელის შემდეგ შედარებით შეწყდა პროცესი. ეს პროცესი უფრო გამოწვეულია შემოსული შედარებით ცივი ჰაერის მასების და სამხრეთიდან მდგარი თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებისგან არის ასეთი მოღრუბლული ამინდი. დღეს არ გამოვრიცხავთ ნალექს საქართველოს ზოგიერთ ქალაქში. ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში სიცივე გამყარებულია და უმეტესად თოვლია მოსალოდნელი. ამ საღამოდან შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემოდის შედარებით ნოტიო ჰაერის მასები. ამიტომ ამ საღამოს საქართველოს უმეტეს რაიონში, ხოლო ხვალ დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო მაღალ მთაში თოვლი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ წინა დღესთან შედარებით დაიკლო. თუ ფიქსირდებოდა +25 გრადუსი, ახლა სანაპირო რაიონებში კი დარჩა +23 გრადუსი, მაგრამ შიდა რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსით დაკლებულია. დღეს დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსი ნარჩუნდება, +12, +17 გრადუსი ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც. ხვალ, დასავლეთ საქართველოში იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +3 გრადუსით მოიმატებს და +20 გრადუსი შენარჩუნდება. უფრო მეტად ეს ეხება კახეთს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზეც მოიმატებს 1-2 გრადუსით. ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე.

დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება.

დასავლეთ საქართველოში 12 ოქტომბრის დღისით გამოიდარებს. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 12-13 ოქტომბერს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს +23 გრადუსამდე, 16 ოქტომბრის დღის საათებში +26 გრადუსიც მოსალოდნელია რომ დაფიქსირდეს. საყურადღებოა 12 ოქტომბერს ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაკლება. +4, +6 გრადუსი იქნება დაბლობში, ხოლო მთიან და მაღალ მთიან რაიონებში ყინვა იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში პროცესი იქნება ცოტა განსხვავებული. აქ როგორც ყოველთვის ცივი ჰაერის მასები დგება კასპიის ზღვისკენ და მისი მოქმედება უფრო მეტად აისახება კახეთის რეგიონზე. 13 ოქტომბრის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა დარჩება +16, +18 გრადუსი. დროგამოშვებით შესაძლებელია ღრუბლიანობა ჭარბობდეს, მაგრამ მზეც გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი 14 ოქტომბრიდან”, – განუცხადა “გურიანიუსს” გვაზავამ.

“გურიანიუსი”

სხვა ახალი ამბები:

საკონტროლო ტყვია დაახალა მომაკვდავ პრეზიდენტს! ეს ბებერი კუდიანი ძუკნა გველაპარაკება ევროპაზე? – მეგი გოცირიძე სალომე ზურაბიშვილზე

 

“ზოგი ზრდასრული იყო, ზოგიც – ბავშვი…” – ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს – დეტალები

 

ყაზახი ვანგა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას უბედურებას უწინასწარმეტყველებს

🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

192 ათას მოქალაქეს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს

„ცხოვრებაში პირველად შემეშინდა… ვიკითხე, ჟანგბადი რამდენ ხანს მეყოფოდა… ომში აღმოვჩნდი“ – ზვიად გამსახურდიას ყოფილი რძალი

 

„ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს!!!“ – ისრაელთან დაკავშირებით ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება ვრცელდება

ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის £10 მილიონიანი სახლი დაიწვა

 

🎥 “ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული ვიდეო” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

 

“ნაცებო,ფსევდო ლიბერალებო,თქვენ, სულწაწყმედილო ბიო მასავ, ეს გინდათ საქართველოსთვის???…”- რას წერს ლალი მოროშკინა

 

Cesko