პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალურების გადახდის რიცხვი შეიცვალა

0
565
35 Views

პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალურების გადახდის რიცხვი შეიცვალა.

სემეკის წევრის გიორგი ფანგანის თქმით, პენსიონერებისთვის გადახდის ვადად 16, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 23 რიცხვი განისაზღვრა.

“აქამდე ყველას სხვადასხვა პერიოდში უწევდათ გადახდა 2-3-ში ან თვის ბოლოს, ძალიან ბევრი განცხადება შემოდიოდა რომ ვერ ახერხებდნენ გადახდას და სანამ პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს ჩაერიცხებოდათ შესაბამისი დახმარება, მათ უკვე თიშავდნენ ქსელიდან. ახლა მიუხედავად იმისა ქვითარი როდის მისდით, ყველა პენსიონერს აქვს იმის საშუალება რომ 16 რიცხვამდე გადახადოს, სოციალურად დაუცველებს კი თარიღად 23 რიცხვი განესაზღვრათ იმიტომ რომ მაგ დროს ერიცხებათ დახმარება”, – განმარტა ფანგანმა.

Cesko