ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკის ოპტინელი წმინდა ბერების ტაძარში ქრისტეშობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლის დროს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა და მომხდარს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე შეტევის მცდელობა უწოდა.
„ყაზახეთი – რუსეთის პერიმეტრზე არსებულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე შეტევის მცდელობაა. მათ უნდათ რუსეთი სისხლში დაახრჩონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ რუსეთი დაინგრევა, მაშინ ვერც კი შევამჩნევთ, სად აღმოვჩნდებით. ჩვენ უბრალოდ გადაგვაბიჯებენ. როგორც მე ვამბობ, დაგვფქვავენ და გადაგვაფურთებენ. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ჩვენი ცივილიზაციის ცენტრი, ჩვენი მართლმადიდებლობის ცენტრი, არამედ ის მიწები, რომლებიც დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. აი, ესაა მთელი ფილოსოფია. მე მინდა, რომ თქვენ ეს გესმოდეთ”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ