აღმოჩენილია იმუნური უჯრედები, რომლებიც გვიანდელი სტადიის მრავალ სხვადასხვა კიბოს ანადგურებს

0
871
26 Views

კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს.

„ბოლო 50 წლის განმავლობაში კიბოს მკურნალობაში ყველაზე დიდი მიღწევის“ მიღებიდან ერთი შემდეგ, ამ პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ.

გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სპეციალური T ლიმფოციტები შეიძლება გაცილებით უკეთესად ცნობდნენ და თავს ესხმოდნენ სიმსივნეს, ვიდრე საშუალო T ლიმფოციტები.

ამას გარდა, მათ ერთდროულად მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს განადგურებაც შეუძლიათ სხვადასხვა კუთხიდან.

„შედეგებმა ნამდვილად გაგვაკვირვა, რადგან არავინ იცოდა, რომ ცალკეულ T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედების ამოცნობა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კიბოსთან დაკავშირებული ცილის საშუალებით შეეძლოთ“, — განმარტავს კარდიფის უნივერსიტეტის ბიოლოგი ენდი სეუელი.

როგორც იგი აღნიშნავს, მათ სურდათ გაეგოთ, როგორ მოისპო კიბო ბოლო სტადიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპიით უმკურნალეს. ამიტომ, პასუხის პოვნა გადაწყვიტეს.

ბოლო ათწლეულში, კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპია (TIL) ბოლო სტადიის კიბოს შესაძლო ამოძირკვის ახალი, მძლავრი გზა გახდა.

TIL თერაპია მოიცავს პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების აღებას პირდაპირ სიმსივნიდან და ისე გაზრდას და ხელოვნურად გაძლიერებას, რომ კიბოს უკეთესად შეუტიონ.

კლინიკურ ცდებში გაირკვა, რომ თერაპია შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტში მუშაობს.

ასეთი საოცარი შედეგების მიუხედავად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მუშაობს ეს თერაპია უჯრედულ დონეზე.

ამის გარკვევას კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები წლებია ცდილობდნენ და როგორც იქნა, გარღვევასაც მიაღწიეს.

კლინიკური ცდების I და II ფაზის შედეგების შესწავლისას, რომელშიც TIL თერაპიაგავლილი ავთვისებიანი მელანომის მქონე 31 პაციენტი მონაწილეობდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, ერთი წლის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ T-ლიმფოციტების ძლიერი პასუხები.

ერთ-ერთი პაციენტის T უჯრედები საოცრად „მრავალმხრივი“ იყო და აჩვენებდა არა მხოლოდ მელანომაზე, არამედ კიბოს უმეტეს ტიპზე რეაგირების პოტენციალს.

„მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტთა სისხლში, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, დიდი ოდენობით ასეთი მრავალმხრივი T ლიმფოციტი აღმოვაჩინეთ. ამ დროისათვის, ასეთი T ლიმფოციტები აღმოჩენილი არ არის იმ ადამიანებში, რომლებშიც კიბო პროგრესირებს“, — ამბობს სეუელი.

იმის დასადასტურებლად, თუ რა ხდება რეალურად, სეუელი და მისი კოლეგები ახლა ლაბორატორიაში უნდა დააკვირდნენ გულისყურით, როგორ ესხმიან თავს ეს მრავალმხრივი T ლიმფოციტები კიბოს.

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი იმის განსაზღვრას, არის თუ არა ამ იმუნური უჯრედების დამსახურება TIL თერაპიის დიდი შედეგები.

„იმედი გვაქვს, რომ გამოვიკვლევთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ინჟინერიით გამოყვანილი მრავალმხრივი T ლიმფოციტების გამოყენება მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, ზუსტად იმავე გზით, როგორც ახლა გამოიყენება ინჟინერიით გამოყვანილი CAR-T ლიმფოციტები ზოგიერთი ტიპის ლეიკემიის სამკურნალოდ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის იმუნოლოგი გარი დოლტონი.

CAR-T ლიმფოციტები არის ქიმერული ანტიგენ T ლიმფოციტებით მკურნალობა, რომელიც სისხლის კიბოს სამკურნალოდ უკვე დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ.

CAR-T თერაპია ოდნავ განსხვავდება TIL თერაპიისგან, რადგან ის ხელახლა აპროგრამებს კონკრეტულ T ლიმფოციტებს, რათა მათ კიბოს უჯრედების გარკვეული ნაწილები ამოიღონ მიზანში.

ვინაიდან TIL T ლიმფოციტები პირდაპირ მყარი სიმსივნიდან არის აღებული, ისინი უფრო მრავალფეროვანია და მეცნიერებს მისი თავდასხმის მექანიზმების დიდად შეცვლა არ სჭირდებათ.

ალბათ სწორედ ამიტომ არის ისინი ასე ეფექტური მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ.

„სხვათა შორის, პაციენტთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მრავალმხრივი T ლიმფოციტები დაკავშირებული იყოს სრულ განკურნებასთან — კიბოს ამოძირკვასთან“, — ამბობს სეუელი.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cardiff.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

 

სხვა ახალი ამბები:

“როგორც ილონ მასკმა თქვა, დღეს ამერიკას მართავს ის, ვინც ბაიდენის ტელესუფლიორს მართავს!!!”- რას აცხადებს მაია ნიკოლაიშვილი

გვარამია სუს-ის განცხადებაზე: დააანონსეს „კუდიანებზე ნადირობის” ახალი სეზონი, ფარცხალაძის „კატასტროფის“ გადაფარვა სურთ

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას! – საგანგებო განცხადება, სადაც სახელდება კონკრეტული გვარები და ორგანიზაციები

500 და 1000 ლარი ოჯახებს – ნახეთ ვინ მიიღებს ფულად დახმარებას

Cesko