ზელენსკი საგანგებო განცხადებას აკეთებს

0
624
50 Views

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინას არავის ეშინია და ქვეყანა სიტუაციას აკონტროლებს.

მანვე აღნიშნა, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დაზვერვისგან ყველა ინფორმაციას იღებენ.

„ჩვენ არავის არ გვეშინია, პანიკას არ უნდა ავყვეთ, ყველაფერს ვაკონტროლებთ. ძალიან ბევრის ინფორმაცია ვრცელდება, რომ რუსეთის ფართომასშტაბიან ომს დაიწყებს. მედია საშუალებები თარიღსაც კი ასახელებენ. ჩვენ გვესმის და ვაფასებთ იმ რისკებს, რომელიც არსებობს. მთავარია, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ქვეყანაში პანიკა არის და ეს პანიკა ჩვენი მტრისთვის ყველაზე ახლო მეგობარია. ჩვენ როგორც შემდგარი სახელმწიფო ვალდებულები ვართ საკუთარ არმიაზე და მოქალაქეებს გავთვალოთ. ეს სიტუაცია გუშინ არ დაწყებულა, ეს 2014 წელს დაიწყო. ამიტომ ვალდებულები ვართ მზად ვიყოთ. საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ და ჩვენი დაზვერვა ყველა ინფორმაციას გვაწვდის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Cesko