ლექსო ლაშქარავასთვის ნარკოტიკის მიყიდვის ბრალდებით დაკავებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

February 12, 19:11
0
433

 

პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული ფ.ა დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი – 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. სირეცი რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ-ს, ნ.ნ-ს, ი.ნ-ს, ლ.ე-ს, ტ. კ-ს, ე.მ-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „”ა” ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი მოვლენების დროს დაშავდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

Cesko