45 Views
ზურაბ ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი კიევის საავადმყოფოში რჩება. მას 4 ადამიანი ტვერსკაიას ქუჩაზე გუშინ დაესხა თავს.
“უკრაინსკაია პრავდას” მიხედვით, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს. წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობას უკავშირდება. პოლიცია ამ დრომდე ცდილობს თავდამსხმელების იდენტიფიცირებას.