“… ეზარება ოპოზიციის დიდ ნაწილს… იძინეთ, იძინეთ… საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც” – ინგა გრიგოლია

January 5, 15:15
0
1251

 ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში წერს:

“ყაზახეთზე გამახსენდა…

დღეს ეთერში გავდივარ და ძლივს შევკარით გადაცემა, ისე ეზარება ოპოზიციის დიდ ნაწილს… იძინეთ, იძინეთ… საცივიც ახლიდან გააკეთეთ და გოზინაყიც.

გაზაფხულზე, როცა დათბება, მერე გააქტიურდით, ამასობაში ტარიფები გაძვირდა, ყველაფრის ფასები გიჟურ ზღვარზე დაჯდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, მოსამართლეებს ქცევის წესებს უწესებენ, მედიის სარეკლამო შემოსავლებს დედა უტირეს და ასე შემდეგ..

თქვენ ბრძოლისგან დაღლილებს როგორ შეგაწუხებთ.

გადაცემის დაგეგმვა კი არაა პრობლება, უბრალოდ, ყაზახეთზე გამახსენდა, რომ ჩვენთან ჯერ ძაან ცივა და ახალი წელია და მერე შობაა და კიდევ მერე ძველით ახალი წელი და რა დროს გადაცემები და პოლიტიკაა.”

Cesko