თბილისის სასულიერო აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
500
107 Views

თბილისის სასულიერო აკადემია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე კოპაძე:

„თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სასწავლებლის კურსდამთავრებულის, ალექსანდრე კოპაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

პანაშვიდი: დღეს, 22 სექტემბერს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
მისამართი: თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 34ა.

23 სექტემბერს, ორშაბათს, 16.00 საათზე, ახლად შესვენებულ ალექსანდრეს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან გადაასვენებენ ქარელის რაიონის სოფელ დვანში.

დაკრძალვა: სამშაბათს, 24 სექტემბერს, 14 საათზე ქარელის რაიონის სოფელ დვანში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Cesko