“თორაძის გვარი დაიბრუნე, ჯარჯი იმსახურებსო-ამას დღესვე შევუსრულებ… “ – რას წერს თათია შარნგია კესარიაზე

September 22, 18:47
0
1394

გადაცემა “სთორი”-ს წამყვანი თათია შარანგია, სასტიკად მოკლულ კესარია აბრამიძეზე წერს:

“Fb-ზეც კი, ვინმეს თუ აბულინგებდნენ, გულს ტკენდნენ, პირველი იყო ვინც გამოენთებოდა და მხარს უჭერდა… ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ბოლოს რომ ატყდა გაურკვეველი აგრესია ჩემს და ჯარჯის მიმართ, არ ეზარებოდა და სათითაოდ ყველას პასუხს სცემდა. მე მწერდა, ვიცი, რომ სწორ ადამიანთან ხარ, რომელიც გულს არ გატკენს, დატკბი და შეირგე ცხოვრება ამ ვაჟკაც ბიჭთან ერთადო.

თორაძის გვარი დაიბრუნე, ჯარჯი იმსახურებსო-ამას დღესვე შევუსრულებ…

როცა გადაცემაში მოვიდა, ხომ უკვე ვიცოდი რა ვიზუალის იყო-გეფიცებით თვალს ვერ ვაშორებდი, ისეთი ნაზი იყო, ისეთი ლამაზი, ისეთი კარგი ადამიანი. ყველა იქ მყოფი, კომპლიმენტებით აგვავსო…

არ გეპატია სილამაზე და გამბედაობა. მშვიდად განისვენე ჩვენო კარგო და კეთილო ადამიანო.”

Cesko