„ლევან ხაბეიშვილი თავისი ბუნებით ჩეჩმას დირექტორია“ – ირმა ინაშვილი

November 23, 19:51
0
232

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი:

„უკვე მეორე სატელევიზიო გადაცემაში მახსენებს ლევან ხაბეიშვილი და აშკარად ვიღაცის დავალებით, თუთიყუშივით იმეორებს წინასწარ დაზეპირებულ ტყუილს: აი, მე ხომ ინაშვილის პარტია არა ვარ, რომ ფეხზე დავიკიდო ევროსასამართლო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები და ა.შ.
ძალიან მაინტერესებს, ამ ერთუჯრედიანმა ცილისმწამებელმა სად მოისმინა ან წაიკითხა, რომ მე “ფეხზე დავიკიდე” ან ევროსასამართლოს და ან სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები?! ვერსად წაიკითხავდა და მოისმენდა, რადგან მსგავსი რამ არასდროს მითქვამს არც მე და არც ჩვენი პარტიის ლიდერებს.
მართლა, რა დრო დადგა ამ ქვეყანაში… ცარიელი თუთიყუშების დრო, რომლებსაც თავში (პრინციპში) ერთი კი არა, ნახევარი უჯრედიც არ უდევთ.
ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობაზე ვაცხადებ პრეტენზიასო. აი, ესაა არაა ახლა კიდევ ერთი, ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნაცმოძრაობა არ არსებობს, სრული ჰაერი და სიცარიელეა?
ლევან ხაბეიშვილი თავისი ბუნებით ჩეჩმას დირექტორია. ნუთუ ვერ ხვდება ამას, თუნდაც, ის ხუთასი წევრი, რომელიც ნაცმოძრაობას შერჩა?“

Cesko