26 Views
ad hoc-ის წამყვანი თაკო მამაიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ე.წ სქრინს, საიდანაც ჩანს, რომ 7-9 მარტის აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის, სადაც წერია – “აუ, გამოვა ლაზარე და იმან თუ არ შეგისრულოს, მერე მე მოგხედავ”.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:
„ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროს რა ხდება??? კომენტარის სანახავად დააჭირეთ ლინკს (ტიკტოკის ვიდეოზეა კომენტარი)“ – წერს თაკო მამაიაშვილი.