“ბიჭის ცხედარი მწყემსმა ნახა”- ტრაგედია სოფელ გომთან: 10 დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

0
2138
28 Views

ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი.

გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ მწყემსმა ნახა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ მეტრეველისგან ქრთამის სახით, დიდი ოდენობის თანხის მითვისება 2020 წელს, ბორჯომის ყოფილმა მერმა ლევან ლიპარტიამ და გიორგი გოგიჩაიშვილმა სცადეს, ამ ფაქტის გამო, მუნიციპალიტეტის პირველი პირები დააკავეს.

გასული წლის 3 ნოემბერს, ბორჯომში, მეტრეველის ავტომობილი დაიწვა. მაშინ ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ბიზნესმენის მანქანა მიზანმიმართულად დაწვეს.

წყარო – “სამხრეთის კარიბჭე”.

Cesko