“სამანქანო გზა სრულად ჩაინგრა… როგორი უბედურება დატრიალდებოდა…” – რა კადრები ვრცელდება ნორიო – მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდიდან?

July 26, 15:48
0
1207

ნორიო – მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი ჩავარდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“ნორიო – მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი დღეს ჩავარდა❗️
საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, საინტერესოა ვინ გააკეთა და რამდენ წლიანი გარანტია ჰქონდა ამ ხიდს” – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში.

“სამანქანო გზა სრულად ჩაინგრა… როგორი უბედურება დატრიალდებოდა…” – წერენ აღშფოთებული მოქალაქეები.

Cesko