147 Views
ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
“ტერორიზმი არავის ინდობს – განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა.
ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.
მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ – თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში” – ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.