მოტოციკლეტმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტანა!!!… – სად მოხდა მძიმე შემთხვევა და როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა

0
311
21 Views

ქალაქ რუსთავის ცენტრალურ ხიდზე მოპედი ქალს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, სატრანსპორტო საშუალება ველობილიკზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც “რუსთავსერვის ცენტრის” დასუფთავების თანამშრომელს დაეჯახა.

44 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დამხარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

კლინიკა “რუსთავის” გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ხათუნა რევაზიშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანებები, თავის ტვინის შერყევა, ორივე ზემო კიდურის ტრავმა და ქვემო კიდურის ჭრილობა. არის საშუალო სიმძიმის, უტარდება კვლევები და აგრძელებს სტაციონარში მკურნალობას. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” ექიმმა.

ეს რუსთავში მოტოციკლეტის მიერ ადამიანი დაშავების ზედიზედ მეორე შემთხვევაა. პირველი ავარიის დროს დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე ძალიან მძიმედ ფასდება.

ინფო რუსთავი

Cesko