18 ივლისს რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში გორკის ფესტივალის დახურული წვეულება გაიმართა. ღონისძიება ქართული მედიის ყურადღებას ნაკლებად დაიმსახურებდა, რომ არა ერთი ფაქტი, რომელიც წარმოშობით ქართველ მსახიობს ეხებოდა.
- კინო ფესტივალზე ნიკიტა მიხალკოვის თეატრის მსახიობმა, გიორგი ფერაძემ საცოლეს ქსენია ბეზუგლოვას საჯაროდ სთხოვა ხელი. ვიდეოში ფერაძე ქსენიას ეკითხება.
– მიყვარხარ, თანახმა ხარ? (ამ დროს ხსნის პატარა ყუთს, რომელში ბეჭედია მოთავსებული). ქსენია ამბობს – არა. ფერაძე არ იბნევა და ქსენიას კიდევ ერთხელ ეკითხება, ახლა, ამ უცხო ხალხის თანდასწრებით გამეცი სწორი პასუხი, თორემ დაგკბენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქალი პასუხობს: კი, ჩემო სიყვარულო – და წყვილი ერთმანეთს გადაეხვევა.
მოგვიანებით, ფერაძემ ვიდეო სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და დაწერა:
“მან თქვა დიახ. ქსენია, მიყვარხარ.
ყველაფერი ბოლო მომენტამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ქსენიამ არ იცოდა, არ ელოდა, ვერც გამოიცნო რა ხდებოდა, მაგრამ ის ნამდვილად მზად იყო, როგორც მე! ჩვენი შეხვედრის პირველივე დღეებიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ის იქნებოდა ის, ვისაც მე ცოლობას შევთავაზებდი!“
გიორგი ფერაძე, ცნობილი მსახიობის გია ფერაძის მეოთხე შვილია. ფერაძის ოჯახის ტრაგედიაზე ქართულ მედიაში არაერთი ვრცელი სტატია გამოქვეყნებულა. გიორგის დედასთან მსახიობი ქორწინებაში არ ყოფილი. მისი არსებობის შესახებ კი, დაპატიმრების შემდეგ გაიგო.
“პატარა გიას დედამ გამოგვიგზავნა ბავშვის სურათი, რომელშიც ვერ განასხვავებდი მამას და შვილს! შემდეგ დაიკარგა ჩვენს შორის კავშირი და უკვე 21 საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, მოვძებნე ჩემი ძმისშვილი, დავუკავშირდი და დედა-შვილი საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი…“ – იხსენებდა მოგვიანებით გარდაცვლილი მსახიობის ძმა ილიკო ფერაძე.
2019 წელს, გია ფერაძის ვაჟი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოიწვიეს. მისი მეწყვილე ვერკა ჯაჯანიძე გახლდათ. გიორგი ფერაძე კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა.
38 წლის გიორგი ფერაძე რუსეთში წარმატებული მსახიობია. 2005 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის მუსიკისა და თეატრის სახელმწიფო აკადემია.
2005-2015 წლებში გახლდათ გორკის სახელობის სამარას აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი.
2016 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიული და თეატრალური ხელოვნების აკადემია ნიკიტა მიხალკოვის ხელმძღვანელობით და დღემდე მიხალკოვის თეატრის მსახიობია. ის ცნობილი რუსი რეჟისორის ფავორიტი გახლავთ, ხშირად აქვეყნებს მასთან გადაღებულ ფოტოებს.
ვინ არის ფერაძის რჩეული ქსენია ბეზუგლოვა
41 წლის რუსი პოლიტიკოსი 2002-2007 წლებში მუშაობდა ჟურნალ “Dear Pleasure”-ის სარეკლამო სამსახურში. 2006 წელს იგი გადავიდა მოსკოვში. 2008 წლიდან მუშაობს გამომცემლობაში Hirst Shkulev Media. 2008 წელს დაამთავრა რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი.
2008 წლის აგვისტოში ქალი ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც ხერხემლის ტრავმა მიიღო და ეტლს მიეჯაჭვა. შემთხვევის დროს ქსენია ორსულად იყო. ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, მან უარი თქვა ორსულობის შეწყვეტაზე. 2009 წლის თებერვალში ქალიშვილი ტაისია შეეძინა.
2012 წლის დეკემბერში, რომში, ეტლით მოსარგებლეთა სილამაზის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ტიტულის მიღების შემდეგ იგი ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში ეტლით მოსარგებლეების ინტერესების დასაცავად.
2013 წელს იგი გახდა მოსკოვის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკოორდინაციო საბჭოს, მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის საბჭოს და მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის საბჭოს წევრი. მისი საქმიანობის შედეგად მოსკოვის მარცხენა სანაპიროს სანაპირო აღჭურვა და ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ის ასევე ეწევა სოციალურ საქმიანობას, ვკითხულობთ ქსენიას ბიოგრაფიაში.
ბეზუგლოვა 2014 წლის სოჭის ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მეჩირაღდნე გახლდათ.
ეტლში ჯდომის მიუხედავად ქსენიას ქორწინებაში კიდევ ორი შვილი შეეძინა. ქალი ყოფილი ქმრის, მეწარმე ალესანდრე ბეზუგლოვის გვარზეა.
რუსული მედია 2023 წელს ალექსანდრეს ისევ ქსენიას ქმრად მოიხსენიებს. თუმცა ერთი კვირის წინ, მედიაში გავრცელებული ხელის თხოვნის ვიდეოს შემდეგ წერენ, ქსენიას ახალი სიყვარული ჰყავს – და მისი ქორწილი გიორგისთან ერთად წინ არის.
წყარო: https://www.ambebi.ge/
ასევე დაგაინტერესებთ:
(VIDEO) თვითმფრინავი გაუჩინარებიდან 35 წლის შემდეგ დაეშვა 92 ჩონჩხით!
“9 ვარსკვლავი”-რომელ წელს ხართ დაბადებული,გაიგე სიმართლე შენს შესახებ. სიზუსტე გაგაოცებთ!