25 Views
ინეთის სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს მესამე პლენუმის სხდომის დროს ინსულტი დაემართა. ამის შესახებ forexlive.com იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ცნობები, სავარაუდოდ, ჩინელმა დისიდენტებმა გაავრცელეს და ის აქტიურად ცირკულირებს ჩინეთის და რუსეთის სოციალურ ქსელებში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სი ძინპინს არა ინსულტი, არამედ მიკროინსულტი დაემართა. ოფიციალურ სტრუქტურებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სი ძინპინი ამჟამად 71 წლისაა, თუმცა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მანამდე კითხვები არ გაჩენილა.