19 Views
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონის სამიტზე, NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
თავისი გამოსვლისას, ის უკრაინის საკითხს შეეხო.
„პუტინს უკრაინის სრული დამორჩილება და მისი სრული განადგურება სურს. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება და ის ამას გააკეთებს.
ეს გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და შეიძლება დავამატო, რომ მსოფლიოს“, – აღნიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას მეტ მხარდაჭერას, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა.