ბლინკენი: ნატოს სამიტი გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანსში გაწევრიანების გზაზე

0
118
20 Views

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში სამიტზე მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინის ძალისხმევას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო კვირებსა და თვეებში და სამიტზე ნახავთ უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, მოკავშირეები გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა უკრაინა ძლიერი იყოს, როგორც სამხედრო კუთხით, ისე ეკონომიკურად და დემოკრატიულად.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი და წარმატებული უკრაინა საუკეთესო პასუხია კრემლის აგრესიაზე.

Cesko