უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიასთან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს

0
104
21 Views

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, მეტოქეს 4 ლელო დაუდო, ბონუსქულა მოიპოვა და 28:17 მოიგო.

პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ ქართველ მორაგბეებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად იტალიელების ბონუსქულით დამარცხება სჭირდებოდათ (ამასთან, უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სხვა თამაშის შედეგზეც იყვნენ დამოკიდებულნი).

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მიხეილ ყაჩლავაშვილმა მეოთხე ლელო დადო და საქართველოს ნაკრებს ბონუსქულა მოუტანა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თავისი ამოცანა დადებითად გადაწყვიტეს, იტალია ბონუსქულით დაამარცხეს. იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელოს ბრძოლა, C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისთან ისე უნდა დამარცხდეს, ბონუსქულის აღება ვერ მოახერხოს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

Cesko