19 Views
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან ე.წ. „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
„ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“, – აღნიშნა რაიდერმა.
მისივე თქმით, აშშ სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება.