რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინაში ომის გაჭიანურებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი განცხადებით, უკრაინას იარაღით ამარაგებს. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართა.
„უკრაინის დამატებითი იარაღის უზრუნველყოფის გაგრძელებით, ალიანსს საქმე მიჰყავს კონფლიქტის გაჭიანურებისკენ. მხარს უჭერს კიევის რეჟიმის რწმენას დონბასსა და მთელ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სამხედრო დანაშაულისა და სისასტიკისთვის დაუსჯელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზახაროვამ.
მანვე აღნიშნა, რომ “ნატო ფაქტობრივად, დიდი ხანია ეომება რუსეთს უკრაინის ხელით”.
„რუსეთის შესაკავებლად აძლიერებს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, განაგრძობს თავისი გავლენის სფეროში საქართველოს, ფინეთის და შვედეთის, ასევე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების მოქცევას“, – განაცხადა ზახაროვამ.
მანვე აღნიშნა, რომ “ნატოს გენერალურმა მდივანმა სამარცხვინოდ აარიდა თავი კომენტარს უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი სამხედროების აბუჩად აგდებაზე”.