პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე მოქალაქეებს მიმართავს, მისი სახელით შექმნილ ყალბ ფეისბუქ-გვერდებს არ ენდონ.
„ყალბი გვერდები! ბოლო პერიოდია ჩემი სახელით, ყალბი გვერდებიდან ვრცელდება სხვადასხვა სახის გათამაშების პოსტები. ავტორები ითხოვენ პოსტის გადაზიარებას ჯგუფებში და სანაცვლოდ ჰპირდებიან დასაჩუქრებას. არ ენდოთ მსგავს გვერდებს! გთხოვთ იყავით ყურადღებით და დაარეპორტეთ ყალბი გვერდები!”, – წერს ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ტელეწამყვანმა „იმედინიუსს“ განუცხადა, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა და საქმე აღძრულია.
„დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო ამ ყალბი გვერდების შექმნა, ისინი ჩემს ძველ, სრულიად სხვა თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს იყენებენ. უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმე აღძრულია. შესაბამისი განცხადება ჩემს გვერდზეც გამოვაქვეყნე”, – განმარტა ნოე სულაბერიძემ.