საიდუმლო სიტყვებს ლაშა ბექაურისთვის გამარჯვება მოაქვს – ,,ყველა შეჯიბრის წინ ეძლევა რაღაც განსაცდელი”

0
543
25 Views

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე საკუთარ თავს აჯობა, მძიმე ტრავმის მიუხედავად, ოქროს მედალი აიღო. ლაშა შირაქშია გაზრდილი და, როგორც მამამისი, ბატონი გელა ბექაური ამბობს, 300 არაგველის შთამომავალია. ოლიმპიური ჩემპიონის მამა ,,სარკეს” უამბობს:

– ტოკიოში ძალიან მძიმე მდგომარეობაში წავიდა. ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მიიღო ტრავმა. კუნთი 13 სანტიმეტრზე ჰქონდა გაწყვეტილი. მე შესწავლილი მყავს ბუნებით, მანერით, მაგრამ ახლა ვერ ვხვდებოდი, რომ გამოვიდოდა, როგორ უნდა ეასპარეზა, ხელი სადამდე გაუშვებდა… ამ ტრავმამ სიფრთხილე შესძინა, ტაქტიკურად ჭიდაობდა. ყველა შეჯიბრის წინ ვესაუბრებოდი. ვახსენებ ხოლმე, ვისი გორისაა, ვისი შთამომავალია…

– ჩვენც გვითხარით, ვისი შთამომავალია.

– 300 არაგველის შთამომავლები ვართ. ჩემი და ლაშას საიდუმლო ფრაზას გეტყვით. ეს არის: „არის ნება შენი, არის ნება უფლისა“. ამას ვუმეორებთ ერთმანეთს. რაც ძალიან გინდა ცხოვრებაში, ღმერთი ყოველთვის გაძლევს. ლაშას რაც ძალიან უნდოდა და იბრძოდა, ღმერთმა მართლაც ყველაფერი მისცა. ,,ჩვენი მლოცველი ყველაზე ძლიერია” – ამ ფრაზასაც ხშირად ვიმეორებთ ხოლმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არავის ჰყავს იმდენი მლოცველი, რამდენიც ლაშას. ბევრ ეპარქიაში ბევრი სასულიერო პირი ლოცულობს ლაშას გამო და ეს იმიტომ, რომ თვითონ შეაყვარა ხალხს თავი.  გაოცებული ვარ, ამხელა სიყვარული რითი დაიმსახურა. ახლა მინდა, იმ უცხო ხალხს მადლობა გადავუხადო თქვენი საშუალებით.

ყველა ამბობდა, რომ მისი ტრავმის მკურნალობას 6 თვე უნდოდა. ლაშა კი ერთი თვის მერე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ისევ იქამდე მივედით – ჩვენი მლოცველი ყველაზე ძლიერია! დაგვიბარა, რომ ოლიმპიურ ოქროს ჩამოიტანდა. კარში გასვლის წინ რომ დავლოცეთ და გადიოდა, მაშინ აღაპყრო ხელი და თქვა, ჩამოვიტან ოლიმპიურ ოქროსო. ყველა შეჯიბრის წინ ეძლევა რაღაც განსაცდელი

-თქვენ რას საქმიანობთ?

-მიწის ნაკვეთებს ვუვლი, ფერმერულ მეურნეობასაც ვეწევი.

– ლაშა გეხმარებოდათ?

– კი.თუ რამე მოინდომა, მკვდარი რომ იყოს, მაინც გააკეთებს და აზრიც არ აქვს შეწინააღმდეგებას.

ინტერვიუ სრულდა დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko