ვერძი
იყავით ფრთხილად, გამოიჩინეთ ყურადღება მიმდინარე მოვლენების განვითარების მიმართ და არ დაუშვათ შეცდომა სიჩქარის გამო და თუ ეს მაინც მოხდება, სასწრაფოდ შეეცადეთ მის გამოსწორებას.
კურო
იზრუნეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, იყავით ტაქტიანი და კეთილგანწყობილი, ეცადეთ, მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ და დღეც სასიკეთოდ ჩაივლის.
ტყუპები
კრიზისული სიტუაციების მოსაგვარებლად, ეძიეთ ახალი გზები და ხერხები, ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები მომდევნო უკეთესი პერიოდისთვის დაგეგმეთ.
კირჩხიბი
ნუ გასცემთ ფუჭ დაპირებებს, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო საპასუხო რეაქცია და დაპირისპირება გარშემომყოფთაგან.
ლომი
არის ალბათობა, გადაღლილობამ თქვენი შრომისუნარიანობის დაქვეითება გამოიწვიოს. მეტი დრო დაუთმობთ ჯანმრთელობას.
ქალწული
ეს დღე შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს კარიერული, ან სხვა მნიშვნელოვანი გეგმებისთვის. ვარსკვლავები გვირჩევენ, არ იჩქაროთ ხელშეკრულების გაფორმება, გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ ყველა დეტალის შესწავლის შემდეგ.
სასწორი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები და ყურადღება გაამახვილეთ აღებულ პასუხისმგებლობაზე, კორექტივები შეიტანეთ თქვენს საქმიანობაში და გადაწყვიტეთ, რა გზით იაროთ და რაზე თქვათ უარი.
მორიელი
შესაძლოა, გულნატკენი დარჩეთ იმით, რომ ვიღაც არ გაამართლებს თქვენს იმედებსა და მოლოდინებს. გააკონტროლეთ ემოციები და სიახლეები, რომელსაც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, წარმატებას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
მოსალოდნელია ახალი პარტნიორების გამოჩენა, მარტივად შეძლებთ კეთილგანწყობის მოპოვებას და საქმიანი პოზიციების განმტკიცებას, ადვილად მოაგვარებთ თანამშრომლობის საკითხებს.
თხის რქა
გაითვალისწინეთ რომ, სცენარის თქვენი წესებით და პრინციპებით განვითარებისას, ყოველთვის მზად უნდა იყოთ პრობლემებთან გასამკლავებლად.
მერწყული
მიზანთან ახლოს ხართ, მოიმატებს თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი, მთავარია, ვითარება სწორად შეაფასოთ და უფრო მეტის გაკეთება არ მოინდომოთ, ვიდრე შეგიძლიათ.
თევზები
ყურაღებითა და დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ მიღებულ ინფორმაციას, რათა თავიდან აიცილოთ დაბნეულობა, გაუგებრობები და ცრუ იმედები.