“საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია – ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა” – თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა

0
115
29 Views

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა, – ამის შესახებ თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია.

„თურქეთის ნაკრების გამარჯვებაში გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს და ეს გამარჯვება მათ ეკუთვნით. 18 ივნისს 50 წლის გავხდი, ასე რომ, დაბადების დღეზე უკეთეს საჩუქარს ვერც ვინატრებდი.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობენ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.

ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს ვერ გავცდით, პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთის ნაკრებმა სასტარტო მატჩი მოიგო. წინა ევროზე ქულაც კი ვერ მოვიპოვეთ. ახლა კი მიზნად პლეი ოფში გასვლას ვისახავთ“, – აღნიშნა მწვრთნელმა.

Cesko