ბიჭი დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა, მეგობრები მისცვივდნენ, მაგრამ… – ძველით ახალი წლის ღამეს მოზარდი გადაიცვალა

0
650
35 Views

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციი VII მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში, ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, ნაცნობ-მეგობრები, 18 წლამდე ბიჭები და გოგოები შეიკრიბნენ.

მეზობლების ინფორმაციით ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ. არსებული ინფორმაციით არასრუწლოვანებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკი. გამთენიისას, ერთერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, დარეკეს 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივები პირად საუბრებში აცხადებენ რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ნარკოკომას. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

Cesko