18 Views
ძლიერი ელჭექი, სეტყვა და გაძლიერებული ქარი, – გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო ორი დღის ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
“31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი),”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.