„კლინიკაში, სადაც ლევან რატიანია ხელმძღვანელი, 19 წლის შვილი წამებით მომიკლეს!“ – მორიგი სკანდალური ბრალდება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ექიმს

0
1032
46 Views

ერეკლე ჩეკურიშვილის დედა, ნინო ჩეკურიშვილი, რომელიც შვილის გარდაცვალებაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას და უშუალოდ ლევან რატიანს ადანაშაულებს, სოციალური ქსელით გუშინდელ ტრაგედიას ეხმაურება – კლინიკიდან მამაკაცი გადახტა და დაიღუპა.

,,პირველი საუნივერსტიტეტო კლინიკიდან, სადაც მკვლელი ლევან რატიანია ხელმძღვანელი და მაგდა რურუასნაირი უტვინო არაპროფესიონალი, მწამებელი ჯალათები მუშაობენ ექიმებად, პაციენტი გადახტა… რა მძიმე და სასტიკ პირობებში ჰყავდათ, თავი მოაკვლევინეს. ასე დამიმძიმეს და მომიკლეს 19 წლის შვილი. ორივე ჯალათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გაუფთხილებლობით მკვლელობის მუხლით. მის კლინიკაში 19 წლის ბიჭს სეფსისი და პერიტონიტი დამართეს, წამებით მომიკლეს. უნდოდა ჯანდაცვის მინისტრობა?!”- წერს შვილმკვდარი დედა.

ერეკლე ჩეკურიშვილს 38 წლის მამაკაცმა ქუჩაში ესროლა. დაპირისპირება ძაღლების ჩხუბს მოჰყვა, რადგან  ერეკლემ მისი ძაღლი ფეხით მოიგერია და თავის ძაღლს მოაშორა. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

მას შემდეგ ერეკლე კლინიკებში მკურნალობდა. ერეკლეს დედა ლევან რატიანს და საუნივერსიტეტო კლინიკას ადანაშაულებს იმაში, რომ მისი შვილის მდგომარეობა დამძიმდა.

,,კლინიკაში გადაიყვანეს სრულიად სტაბილური, არ ჰქონდა სიცხე, არ სჭირდებოდა ჟანგბადის დახმარება. არ ჰქონდა ნაწოლები, პირიქით, სკამზეც ვსვამდით…” – ყვებოდა ქალბატონი ნინო.

ლევან რატიანმა ჩეკურიშვილების ოჯახის ბრალდებებს თავის დროზე ასე უპასუხა:

,,ეს ბავშვი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს, სამწუხაროდ, ვეგეტატიურ მდგომარეობაში. თავის ტვინის ტრავმა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით. ეს ბავშვი არის გასტროსტრომაზე. ჩვენგან გაეწერა აბსოლუტურად სტაბილური ჰემოდინამიკის პარამეტრებით, თავისი ლაბორატორიული კვლევებით.

სავარაუდოდ, კვებავდნენ გასტოსტრომით და მიაწვნენ ეტყობა შპრიცით, ამოუვარდა გასტროსტრომა და მუცელში ჩაეღვარა საკვები. მაგდა რურუა ან ლევან რატიანი რა შუაშია საერთოდ. არ მაქვს თავი, თორემ ამ ქალბატონს აუცილებლად ვაგებინებდი პასუხს სისხლის სამართლებრივად. მესმის რომ გამწარებულია, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ექიმს ჩირქი შეაცხო”, – განუცხადა რეპორტ.ჯი-ს ლევან რატიანმა.

Cesko