ცნობილია – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

May 15, 11:22
0
71

საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდები იქნება.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

„ხვალ საქართველოში გამოიდარებს და 23 გრადუსი იქნება, თუმცა ზეგიდან, 16 მაისიდან კვლავ წვიმას, ხოლო მაღალმთიან რეგიონში, თოვლს უნდა ველოდოთ. თბილისში 16-17 მაისს, 19 გრადუსი იქნება.

საქართველოში 18 მაისამდე, არამდგრადი და გრილი ამინდებია მოსალოდნელი“,- გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

Cesko