32 Views
23 წლის ლანჩხუთელი ლაშა კვაჭაძე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “გურია თუდეი” ავრცელებს.
„გული მოგვიკალი, ლაშუნა… ძალიან გვატკინე, ნათელი და ნათელი შენს სულს, საუკეთესო და ყველასგან გამორჩეულო! როგორ მალე დაგვტოვე. ყველაზე მაგარი ადამიანი იყავი“, – წერენ მეგობრები.
ას თანაკლასელებიც ემშვიდობებიან თბილისის 203-ე საჯარო სკოლიდან:
„ჩვენი თანაკლასელი იყო, საუკეთესო ბიჭი, ყველას რომ ძალიან გვიყვარდა. ბუნებრივი აირი აფეთქდა… მოგვენატრები, ლაშა, ყველაზე საუკეთესო ადამიანო“.
ლანჩხუთელ ახალგაზრდას შაბათს, 29 იანვარს მშობლიურ სოფელ ბაღლეფში დაკრძალავენ.