65 Views
5- დღიანი გაუჩინარების შემდეგ, იტალიაში ქართველი ემიგრანტი, სალომე ტეტუნანშვილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ფსიქოლოგიურ სტრესშია.
როგორც ადვოკატი, ინგა სიხარულიძე ამბობს, სალომეს რაღაც დეტალები არ ახსოვს.
როგორც ადვოკატი, ინგა სიხარულიძე ამბობს, სალომეს რაღაც დეტალები არ ახსოვს.
„ახლა ყველაფერი სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზეა დამოკიდებული – გამომძიებლებმა უნდა გაარკვიონ გაიყვანეს თუ თვითონ გავიდა სახლიდან, სად მიდის ტეტუნაშვილის კვალი სწორედ, ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი.
მეხსიერების ჩავარდნები აქვს, რაღაც დეტალები ახსოვს, რაღაცას ვერ იხსენებს. აცხადებს, რომ სახლიდან გამოვიდა, თუმცა არ ახსოვს, ზარი მიიღო თუ საკუთარი ნებით გავიდა.
… საკმაოდ შორია, 24 კილომეტრი ახალგაზრდა გოგომ ჩუსტებით როგორ გაიარა?! თავი სტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული, თუმცა არ ახსოვს, როგორ მიიღო დაზიანებები”- აცხადებს ტელეკომპანია „პირველთან“ ადვოკატი ინგა სიხარულიძე, რომელიც სალომე ტეტუნაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა.