იაპონელმა კაცმა, რომელსაც ბავშვობიდან ძაღლად გადაქცევა სურდა, ოცნება 14 000 დოლარად აისრულა – “ყოველთვის მინდოდა, ძაღლი ვყოფილიყავი”

0
8704
21 Views

წარ­მო­შო­ბით ია­პო­ნე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში ტო­კოს სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ძაღ­ლად გა­დაქ­ცე­ვა­ზე ოც­ნე­ბობ­და.

ტო­კოს კო­ლის ჯი­შის ძაღ­ლი ჰყავს. მან 14 000 დო­ლა­რი და­ხარ­ჯა იმის­თვის, რომ თა­ვი­სი ძაღ­ლის მსგავ­სი კოს­ტი­უ­მი და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. ასე აის­რუ­ლა მა­მა­კაც­მა დიდი ხნის ოც­ნე­ბა, ძაღ­ლის ფორ­მა­ში გა­მო­ე­წყო და ტო­კი­ოს ქუ­ჩებ­ში გა­ი­სე­ირ­ნა კი­დეც.

ამ კად­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­სენ­სა­ცია გახ­და. ამ დრო­ის­თვის ვი­დე­ოს 3.7 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს.

ქუ­ჩა­ში ძაღ­ლის კოს­ტუ­მით პირ­ვე­ლი გას­ვლის ვი­დე­ო­ში ვხე­დავთ, რო­გო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გამ­ვლე­ლე­ბი მი­სით და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ის არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბო­და ნამ­დვი­ლი ძაღ­ლის­გან, სხვა ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი ტო­კოს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ში­ში­თაც კი ეკ­ვრო­და პატ­რონს.

ტო­კომ აღი­ა­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გას­ვლი­სას ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და ეში­ნო­და კი­დეც.

“გახ­სოვთ თქვე­ნი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ოც­ნე­ბე­ბი? ალ­ბათ, გინ­დო­დათ, გმი­რი ან ჯა­დო­ქა­რი გამ­ხდა­რი­ყა­ვით. მახ­სოვს, ჩემი სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ ალ­ბომ­ში დავ­წე­რე, რომ მსურ­და, ძაღ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და გა­რეთ გა­მე­სე­ირ­ნა”,- ამ­ბობს ტოკო..

ტო­კოს­თვის კო­ლის კოს­ტი­უ­მი კომ­პა­ნია Zeppet-მა შექ­მნა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, მის შექ­მნას 40 დღე დას­ჭირ­და და ის 2 მი­ლი­ო­ნი იენი დაჯ­და, რაც $14 161-ის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტოკო თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბის ერ­თგუ­ლია, მა­მა­კა­ცი ამ­ჯო­ბი­ნებს, რომ მისი უჩ­ვე­უ­ლო სურ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ახ­ლობ­ლებ­თან არ ისა­უბ­როს.

“ამა­ზე მე­გობ­რებს იშ­ვი­ა­თად ვე­სა­უბ­რე­ბი, რად­გან მე­ში­ნია, რომ გა­მაკ­რი­ტი­კე­ბენ და იფიქ­რე­ბენ, რომ უც­ნა­უ­რი ვარ”, – ამ­ბობს ია­პო­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არ ჩნდე­ბა.

Cesko