ძალოვანი, სავარაუდოდ, 42 წლის კაცს მანქანით დაეჯახა და მიატოვა – პირი სიცივისგან გაიყინა – დეტალები

0
259
32 Views

დუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი. ფეხით მოსიარულე მამაკაცს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბადრაგირების სამსახურის თანამშრომელი, თამაზ ბრაჭული მანქანით დაეჯხა. ადილობრივები ამბობენ, რომ გონებადაკარგული კაცი დანაშაულში მხილებულმა მამაკაცმა გზიდან ნაპირზე გადაიყვანა და ადგილზე მიატოვა. კაცი ღამით სიცივეში გაიყინა და გარდაიცვალა. დანაშაულში მხილებული მამაკაცი ჯერ დააკავეს, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ის ახლა თავისუფალია.

”დაეჯახა, მიაგდო, და გაიცა, როგორც ამბობენ, მანქანა გარეცხა და მეორე დღეს სამუშაოზე წავიდა. ამბობენ, რომ არ მიეტოვებინა, გადარჩებოდაო. დუშეთის შემოსასვლელში კამერებია და დააფიქსირაო. ნასვამი იყოო ამბობენ”, – ამბობენ სოფელში.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებული ძალოვანიშ ოჯახს, ამბობენ, რომ თამაზ ბრაჭულმა ვერ შენიშნა, რომ ვინმეს დაეჯახა, რადგან თოვდა, გზაზე ხის მორები იყო ჩამოყრილი და კარგი მხედველობაც არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ გააგრძელა გზა.

“ის მოდიოდა ფეხით მთვარი, თოვდა და ამან ეტყობა ვერ დაინახა და დაეჯახა. ვერ დაინახა საერთოდ რომ დაეჯახა. ზემოდან ქვები და ხეები იყო ჩამოცვენილი და ეგონა ის იყო. არ გაჩერდა მაგიტომ, ვერ გაიგო, მხედველობა აქვს თან ნაკლები. თოვლი იყო და იმ თოვლში გაიყინა ეტყობა. პოლიციაში მუშაობს, პატიმრებს ყარაულობს. დაჭერილი იყო და გამოუშვეს”, – ამბობს ბრაჭულის ოჯახის წევრი.

ინფორმაციას TVპირველი ავრცელებს

Cesko