ავარია და მსხვერპლი: მანქანა მოსახვევში ისეთი სისწრაფით შევიდა, რომ გადაბრუნდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა!

August 15, 09:38
0
400

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ რუისპირში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ერთ- ერთ მოსახვევში შესვლისას მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ადგილზე მისვლამდე, დაშავებული გარდაიცვალა. დაღუპულია 40 წლამდე ახალგაზრდა კაცი.

Cesko